16 ივნისი 2026,   02:18
ვრცლად
იანვრიდან მაისის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტი თითქმის 20%-ით გაიზარდა - მონაცემები გასული წლის მაჩვენებლებს 3,7%-ით აჭარბებს

საქსტატის ახალი მონაცემები, რომელიც საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობას ეხება - იანვრიდან მაისის ჩათვლით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ 439 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 3,7 პროცენტით მეტია.

ამავე მონაცემების თანახმად, განსაკუთრებით გაზრდილია საქართველოდან ექსპორტი - იანვრიდან მაისის ჩათვლით, თითქმის 20 პროცენტით. 

ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დადებითი ტენდენცია შენარჩუნებულია.

სავაჭრო პარტნიორების ტოპ ათეულშია თურქეთი, აშშ, ჩინეთი, გერმანია და იტალია, ასევე რუსეთი და შუა აზიის ქვეყნები.

ეკონომიკური პარამეტრების გაძლიერებასა და ექსპორტზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე საუბრობენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქცენტს საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე აკეთებს.

პოზიტიურ ტენდენციებზე მიუთითებენ ანალიტიკოსებიც. ექსპერტები საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ადგილობრივი წარმოების ზრდასა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაზე საუბრობენ.

საგარეო ვაჭრობის მონაცემების პარალელურად, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკის განახლებულ მაჩვენებლებს თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.

დღის ამბები