მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ბელგიისა და ეგვიპტის დაპირისპირება დაიწყო. ორივე ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი გვხვდება: ბელგიელთა მხარეს ტიბო კურტუა და კევინ დე ბრუინი, ხოლო ეგვიპტის მხარეს - მოჰამედ სალაჰი და ომარ მარმუში იბრძვიან. დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტი ბელგიაა, თუმცა ეგვიპტის ნაკრები ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ თავის ისტორიაში პირველი 3 ქულის მოპოვება შეძლოს მსოფლიო ჩემპიონატზე.
ერთბაშად 3 ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიო პირველობის მასპინძელი სტადიონები გამორჩეულია არქიტექტურითა და განსაკუთრებული ტექნოლოგიური აღჭურვილობით. ამ მხრივ გამონაკლისი არც Lumen Field-ია. 70 ათასიანი არენა საინტერესო დაპირისპირების მოლოდინშია.
დღეს, ბელგია-ეგვიპტის დაპირისპირებას სიეტლის ლეგენდარულ არენა, Lumen Field-ი უმასპინძლებს. Lumen Field-ი, რომელიც ამჟამად ცნობილია როგორც სიეტლის მრავალფუნქციური სტადიონი. ვაშინგტონის დღევანდელი მატჩის მასპინძელი არენა ეროვნული საფეხბურთო ლიგის სიეტლ სიჰოუკსის, მეიჯორ ლიგის სიეტლ საუნდერსის და ეროვნული ქალთა საფეხბურთო ლიგის სიეტლ რეინ-ის საშინაო მოედანს წარმოადგენს.
კომპლექსი, რომელიც 70 000-მდე გულშემატკივარს იტევს, ასევე მოიცავს ღონისძიებების ცენტრს, სადაც განთავსებულია ვაშინგტონის მუსიკალური თეატრი. Lumen Field-ი 2009 და 2019 წლებში MLS თასის მასპინძელი იყო, როცა სტადიონზე დასწრების ახალი რეკორდი დაამყარა 69,274 მაყურებლით. ტევადობაში შედის 111 ლუქსი და 7,000-ზე მეტი კლუბის წევრთა ადგილი. სტადიონს აქვს 1,400 გამოყოფილი ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი თანმხლები პირებისთვის.
ამერიკის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ეს სტადიონი ცნობილია თავისი გამორჩეული ატმოსფეროთი, ხმაურიანი ტრიბუნებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით. დღეს, სწორედ აქ უპირისპირდებიან ერთმანეთს ბელგიისა და ეგვიპტის ნაკრებები.
სტადიონი, რომელიც სიეტლის ცენტრისა და წყნარი ოკეანის ხედების ფონზეა აღმართული, ათიათასობით გულშემატკივარს უმასპინძლებს. Lumen Field არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მასპინძელი ყოფილა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.
დღეს მსოფლიო ფეხბურთის ყურადღება სწორედ ამ არენისკენაა მიმართული, სადაც კიდევ ერთი საინტერესო საფეხბურთო ისტორია დაიწერება.