UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან წაგებული ბრძოლის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ილია თოფურია წერს, რევანში აუცილებლად შედგება.
"ჯასტინ, გილოცავ. თქვი, შენს სახეზე კვალს დავტოვებო... და დატოვე კიდეც. პირველსავე რაუნდში მარჯვენა თვალში მხედველობა დამიკარგე, მეორე რაუნდის ბოლოს კი მარცხენაშიც.
გასამართლებელ საბუთებს არ ვეძებ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ოქტაგონზე იდეალურ ფორმაში, მომზადებული გამოვედი. წუხანდელი ღამე შენი ღამე იყო.
ასეთია ამ თამაშის ბუნება. დიდება და ტკივილი გვერდიგვერდ დადიან. გამოვჯანმრთელდები. დავისვენებ. და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და ბევრად უფრო სახიფათო.
და მერწმუნე... ჩვენი ისტორია ამით შორს არის დასრულებისგან.
ჩვენი რევანში აუცილებლად შედგება," - წერს ილია თოფურია.