ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გურჯაანში გალა-კონცერტით დაიხურა. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე, ფესტივალის სამხატვრო და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკა ნიკვაშვილი სიმფონიურ ორკესტრთან და შერეულ გუნდთან ერთად წარდგა. მათ მაყურებელს ევროპის საგასტროლო ტურების გამორჩეული რეპერტუარი შესთავაზეს.
ფესტივალი, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა, გურჯაანში სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.