შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია, სადაც სამუშაო თათბირი გამართა და თანამშრომლებს ახალი დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი წარუდგინა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ახლად დანიშნულ დირექტორს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.