"რუსთავი 2"-ზე დიდი საფეხბურთო ზეიმი გრძელდება. ხვალიდან, მაყურებელს "პლეიოფის" შეხვედრები ელოდება, რადგან დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად დასრულდება.
დღევანდელ შეხვედრებს L ჯგუფი გახსნის, სადაც ხორვატია განას, პანამა კი ინგლისს დაუპირისპირდება.
K ჯგუფში, კოლუმბია პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო კონგო-უზბეკეთს შეხვდება.
ასევე, საინტერესოა J ჯგუფის შეხვედრები, სადაც ალჟირი-ავსტრიას, იორდანია კი არგენტინას დაუპირისპირდება.