თიანეთის მუნიციპალიტეტში, 30 000-ზე მეტ ჰექტარ ფართობზე, სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია დასრულდა. მიღებული მონაცემებით, რეგიონისთვის ტყის მართვის 10-წლიანი გეგმა შემუშავდება, რაც სანიტარიულ ჭრებსა და აღდგენით სამუშაოებს ითვალისწინებს.
მიმდინარე წელს სამუშაოები შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გაგრძელდება. პროექტი თიანეთში კლიმატის მწვანე ფონდისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.