აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, ირანის ოფიციალურ პირებს სამშაბათს, დოჰაში შეხვდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ირანმა შეხვედრა მოითხოვა. ის ხვალ, დოჰაში გაიმართება!“ - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ის გვერდზე.
ამასთან, ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, კაზემ ღარიბაბადიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კვირაში, ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრები დაგეგმილი არ არის.