28 ივნისი 2026,   21:34
ვრცლად
თანამგზავრით გადაღებული სურათები აჩვენებს, რომ ვენესუელაში თითქმის 60 000 შენობა დაზიანდა ან განადგურდა

მკვლევრების შეფასებით, ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაახლოებით 60 000-მდე შენობა დააზიანა ან გაანადგურა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტის ეკოლოგიის ლაბორატორიის მკვლევრებმა, ზიანის ანალიზი Copernicus Sentinel-1 თანამგზავრის მონაცემების გამოყენებით ჩატარდეს. შეფასება 2026 წლის 25 ივნისის, თანამგზავრის ბოლო გადაფრენის მომენტში მიღებულ მონაცემებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, სტიქიის რეგიონში, დაახლოებით 58 870 შენობაა დაზიანებული ან განადგურებული.

ანალიზი წარმოადგენს წინასწარ „სწრაფ შეფასებას“, რომელიც დაფუძნებულია მიწისძვრების შემდეგ პირველ ხელმისაწვდომ სურათებზე, თუმცა, მკვლევრების თქმით, ის ზიანის მასშტაბის შესახებ წინასწარ წარმოდგენას იძლევა.

მედიის ცნობით, იმავე მკვლევრების მიერ ჩატარებული თანამგზავრული ანალიზი, მიყენებული ზიანის შესაფასებლად, ადრე გამოიყენებოდა უკრაინაში, ღაზაში, ლიბანში, ირანსა და სხვა ქვეყნებში.

ცნობისთვის, ვენესუელაში ერთმანეთის მიყოლებით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრის სიმძლავრემ 7.2 მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო მეორე 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა  1400-ს გადააჭარბა.

 
დღის ამბები