28 ივნისი 2026,   20:50
ვრცლად
საფრანგეთში, პარაშუტისტების გადამყვანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის აღმოსავლეთ ქალაქ ტომბლენში, პარაშუტისტების გადამყვანი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა პილოტი და 10 მგზავრი, მათ შორის, ხუთი სტუდენტი და ხუთი ინსტრუქტორია.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი, რომელსაც პარაშუტის სკოლა იყენებდა, ნენსი-ესის აეროდრომიდან აფრინდა და ჩამოვარდა. შემთხვევა სავაჭრო ცენტრის მახლობლად, დასახლებულ უბანში მოხდა.

საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ფილიპ ტაბარომ განაცხადა, რომ ის და შინაგან საქმეთა მინისტრი, ლორან ნუნეში ავარიის ადგილზე მიემართებიან, რომელსაც მან „საშინელი ტრაგედია“ უწოდა.

დღის ამბები