"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელიც დღეს თბილისში გაიმართა, უკვე დასრულდა.
შეხვედრას ცოტნე ივანიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ მოხარულია მსგავსი ფორმატების არსებობით და იმედოვნებს, რომ შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.
"ყოველთვის ვიყავი მეტი დიალოგის მომხრე და აქედან გამომდინარე, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ფორმატს. დასკვნითი ღონისძიება იყო, მაგრამ მე ვესაუბრე ბორდის წარმომადგენლებს და აპირებენ, რომ ახალგაზრდებთან დიალოგი განაგრძონ. მე პირადად, ეს ძალიან მიხარია. კომუნიკაციის, დიალოგის და განსხვავებული აზრების გაცვლის დიდი ნაკლებობა არსებობდა და ნელ-ნელა ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. გარკვეული პროგრესიც არის უკვე ამ შეხვედრების ხარჯზე, რაც ძალიან მიხარია. დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში მოახერხებენ იმას, რომ ეს ფორმატი განაგრძონ, გააუმჯობესონ და ბევრი სხვა მიმართულებითაც თუ წამოვა ინიციატივები, რათა მეტი დიალოგი დაინერგოს ძალიან კარგი იქნება," - აცხადებს ცოტნე ივანიშვილი.
საქართველოს 10 რეგიონის შემდეგ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია დედაქალაქში გაიმართა.
რეგიონული კონფერენციების მიზანი ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და პოლიტიკურ პროცესებში მათი მონაწილეობის გაზრდაა.
შეკრებები აპრილში, აჭარიდან დაიწყო და დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.