30 ივნისი 2026,   01:24
ვრცლად
ბრაზილიამ იაპონია დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალური შეხვედრა ბრაზილიისა და იაპონიის ნაკრებებს შორის გაიმართა. მატჩი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის ანგარიში იაპონელებმა 29-ე წუთზე, კაისუ სანოს გოლით გახსნეს, თუმცა მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე, კაზემირომ ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტი აღმოჩნდა შეხვედრის ბოლო წამები - გაბრიელ მარტინელის გოლმა ბრაზილიელებს მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალი გაუნაღდა.

5 ივლისს, 1/8 ფინალში, ბრაზილიის ნაკრები ნორვეგიისა და კოტ-დ'ივუარის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება. შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟსა და მიმოხილვას შეგიძლიათ თვალი "რუსთავი 2-ის" ეთერში ადევნოთ.

 

დღის ამბები