29 ივნისი 2026,   22:51
ვრცლად
"ჩატარდება ყველა იმ სპეციალისტის კონსულტაცია, რომელსაც ჩავთვლით საჭიროდ" - ელენე ხოშტარიას კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანენ

ელენე ხოშტარიას კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანენ. გადაწყვეტილება პენიტენციურმა სამსახურმა, ხოშტარიას ექიმებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კლინიკაში დამატებითი კვლევებისთვის უახლოესი ორი დღის განმავლობაში მოთავსდება. პროცესში ჩაერთვებიან ხოშტარიას მკურნალი ექიმებიც. 

"ვივამედში ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა, ლაბორატორიული ინსტრუმენტული. ჩატარდება ყველა იმ სპეციალისტის კონსულტაცია, რომელსაც ჩავთვლით საჭიროდ და მხოლოდ და მხოლოდ იმის შემდეგ, როცა საბოლოოდ გამოირიცხება ინფექცია, დაისმება დიაგნოზი, საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყება მკურნალობა." - აცხადებს რევმატოლოგი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი, მაკა იოსელიანი.

 

დღის ამბები