30 ივნისი 2026,   12:18
ვრცლად
კულტურის მინისტრი პირველ მოადგილესთან ერთად რეზო გაბრიაძის თეატრში ახალი კამერული კულტურული სივრცის - "Gabriadze Wonders Station" გახსნას დაესწრო
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან ერთად რეზო გაბრიაძის თეატრში ახალი კამერული კულტურული სივრცის - "Gabriadze Wonders Station" გახსნას დაესწრო.
 
"Gabriadze Wonders Station" - ის პრეზენტაცია სიმბოლურად რეზო გაბრიაძის დაბადების დღეს გაიმართა. ახალი სივრცე კონცერტებს, შემოქმედებით საღამოებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს უმასპინძლებს. 
 
"რეზო გაბრიაძე ქართული კულტურისა და ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა. მან შექმნა ერთი შეხედვით კამერული, მშვიდი სამყარო, რომელიც სინამდვილეში უნივერსალური და გლობალურია. კინოში, თეატრში, მხატვრობასა და ხელოვნების სხვა სფეროებში რეზო გაბრიაძემ წარუშლელი კვალი დატოვა. ამავდროულად, თბილისს აჩუქა ადგილი, რომელიც მსოფლიოსთვის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სიმბოლოდ იქცა. 
 
რეზო გაბრიაძე დღეს 90 წლის გახდებოდა. ბედნიერებაა, რომ მისი თანამედროვეები ვიყავით", - განაცხადა თინათინ რუხაძემ. 
დღის ამბები