30 ივნისი 2026,   21:24
ვრცლად
ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა იქნა მოთხოვნილი, რადგან ქალბატონი მაკა არ ინანიებდა და სასამართლოზე კვლავ აგრძელებდა ეკა კუპატაძისა და მისი გარდაცვლილი შვილის შეურაცხყოფას - შსს-ს იურისტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა მაკა ბახტაძეს, რომელმაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა დაღუპულ გიგა ავალიანს და მის დედას, ეკა კუპატაძეს.

ადმინისტრაციული სამართალწარმოება კი ახლად შექმნილმა დეპარტამენტმა ეკა კუპატაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

"ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა, ჩვენი მხრიდან, შუამდგომლობის სახით იქნა მოთხოვნილი, იმ მიზეზის გამო, რომ ქალბატონი მაკა მის მიერ ჩადენილ ქმედებას არ ინანიებდა და სასამართლო სხდომაზეც კვლავ აგრძელებდა ქალბატონი ეკას და მისი გარდაცვლილი შვილის შეურაცხყოფას.

აღნიშნულის გარდა, ამავე სასამართლოში დღეს განხილულ იქნა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ლია ალავიძის მიმართ, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ ნუცა ბუზალაძეს," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა, მარიამ კერესელიძემ.

დღის ამბები