01 ივლისი 2026,   03:09
ვრცლად
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა კონგრესმენებთან შეხვედრები გამართა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა კონგრესმენ უორენ დევიდსონთან და კონგრესმენ, ბრაიან ბაბინთან შეხვედრები გამართა.

დევიდსონი აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და საგარეო ურთიერთობათა და ფინანსური სერვისების კომიტეტების წევრია. ბაბინი, მათ შორის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარეა. 

შეხვედრებზე  მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის განმტკიცების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, მათ შორის აღინიშნა "შუა დერეფნის" პროექტის მნიშვნელობა და მის ფარგლებში საქართველოს როლი.

თამარ ტალიაშვილმა გამოხატა მადლიერება კონგრესის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.

დღის ამბები