01 ივლისი 2026,   13:45
ვრცლად
ჩემი მოლოდინია, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ქართულ-უზბეკურ პროექტებს - ირაკლი კვერღელიძე

თბილისი საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს.

ღონისძიებას უზბეკეთის მხრიდან 70-მდე კომპანია ესწრება მშენებლობის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ფარმაციისა და სხვა სექტორებიდან.

"ორბი ჯგუფის" დირექტორის ირაკლი კვერღელიძის თქმით ძალიან მალე გაჩნდება ქართულ-უზბეკური პროექტები. 

"საკმაოდ დიდი პოტენციალი არის, როგორც უზბეკეთში ქართული კომპანიებისთვის, ასევე საქართველოში უზბეკური კომპანიების მხრიდან ინვესტიციის განხორციელებაზე, რადგან საკმაოდ ბევრი საერთო შეხების წერტილია, იქნება ეს ტურიზმი, მრეწველობა, სხვადასხვა საბანკო სექტორი თუ ა.შ

ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ მსგავსი ფორუმები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთს მხარეებს და შესაბამისად უფრო მეტი საერთო ინტერესი იკვეთება და ჩემი მოლოდინი არის სწორედ ის რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ქართულ-უზბეკურ პროექტებს,"- აცხადებს ირაკლი კვერღელიძე. 

დღის ამბები