01 ივლისი 2026,   19:28
ვრცლად
რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პროექტის - "რუსთავი-ცხოვრების სტილი" პირველი სეზონი დახურა

რუსთავის მერიამ, კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტის - „რუსთავი-ცხოვრების სტილი" პირველი სეზონი დახურა.

რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ სივრცეში, ახალი ახალგაზრდული პროექტის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

„რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, „გახდი შენი ქალაქის კონტენტ კრეატორი" - ამ იდეით განხორციელებულ პროექტში, 30-მა რუსთაველმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროგრამაში ჩართულმა ციფრული მულტიმედიისა და პერსონალური ბრენდის შექმნის ორთვიანი სასწავლო კურსი, სრულიად უფასოდ გაიარეს. მათ ქალაქის ყოველდღიურობის, მისი ცხოვრების სტილის ამსახველი კონტენტები შექმნეს. საუკეთესო ნამუშევრები კი ახალ ონლაინ პლატფორმაზე - „რუსთავი ლაიფზე“ (Rustavi Life) გამოქვეყნდა“, - განაცხადა რუსთავის მერიის ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ანელი ჩხარტიშვილმა დაჯილდოების ღონისძიებაზე, სოციალურ ქსელში მიღებული რეაქციებითა და ნახვებით გამოვლენილ გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ, საუკეთესო ვიდეოს ავტორმა კი საჩუქრად მობილური ტელეფონი მიიღო. სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა პროგრამის პირველი სეზონის ყველა მონაწილეს.

პროექტი - „რუსთავი ცხოვრების სტილი", ახალგაზრდების განათლების და დასაქმების ხელშეწყობას, ქალაქის პოპულარიზაციას და რუსთავის განვითარებაში ახალგაზრდული იდეების რეალიზებას ისახავს მიზნად.

პროექტის მომდევნო სეზონი შემოდგომაზე გაიმართება.

დღის ამბები