"NATO-ს წევრი ამერიკის მოკავშირე ქვეყნების ლიდერები არიან ჩასულები ირანში და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოსა და ყაველაშვილზეა იერიში" - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ჭეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის თეირანში ჩასვლასა და ოპოზიციის კრიტიკას.
ჭეიშვილი ამბობს, რომ ნატოს ქვეყნის პირდაპირ მოკავშირე ქვეყნის ლიდერები არიან თეირანში ჩასულები, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ იერიში არის საქართველოზე.
"ეს არის მიზანმიმართული, რომ დისკრეტიდაცია მოახდინონ ჩვენი ხელისუფლების, დისკრედიტაცია მოახდინონ ჩვენი ქვეყნის და რაც შეიძლება კიდევ ერთხელ სცადონ შიდა და გარე მტრებმა ჩვენი ქვეყნის ცუდ კონტექსტში წარმოჩენა. NATO-ს წევრი ამერიკის მოკავშირე ქვეყნების ლიდერები არიან ჩასულები ირანში და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოსა და ყაველაშვილზეა იერიში. ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული და დაკვეთას ასრულებენ თავიდან ბოლომდე, როგორც შიდა, ასევე გარე მტრები. ამას მეტი ახსნა-განმარტება არ აქვს," - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი თეირანში იმყოფება სადაც ირანში უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. თეირანში მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის დელეგაციაა ჩასული, მათ შორის მთავრობების მეთაურები და პარლამენტების თავმჯდომარეები, საგარეო უწყებების ხელმძღვანელები და სპეციალური წარმომადგენლები. მიხეილ ყაველაშვილი ცერემონიას რეგიონის ლიდერებთან თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ პირებთან ერთად ესწრება, თუმცა თბილისში ოპოზიცია მხოლოდ ყაველაშვილს აკრიტიკებს და არაფერს ამბობს რატომ არის პრობლემა საქართველოს პრეზიდენტის ირანში ჩასვლა და არა ნიკოლ ფაშინიანისა და სხვა ლიდერების იქ ყოფნა.