07 ივლისი 2026,   22:26
ვრცლად
კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების მხრიდან მოვისმინეთ გამოწვევები, რომელიც არსებობს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - შალვა პაპუაშვილი

"კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების მხრიდან მოვისმინეთ ის გამოწვევები, რომელიც არსებობს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. გამოჩნდა ბევრი მსგავსება, მათ შორის, რაც ეხება ცვალებად მიზნებს, როდესაც ხან ერთი რამეა მიზნად დასახული, ამ სამიზნეს მიაღწევ და შემდეგ იცვლება, ემატება," - მის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ერთმანეთს გამოცდილებებს გაუზიარებენ. 

"გვქონდა ძალიან ნაყოფიერი გაცვლა მოსაზრებების. კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების მხრიდან მოვისმინეთ ის გამოწვევები, რომელიც არსებობს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. გამოჩნდა ბევრი მსგავსება, მათ შორის, რაც ეხება ცვალებად მიზნებს, როდესაც ხან ერთი რამეა მიზნად დასახული, ამ სამიზნეს მიაღწევ და შემდეგ იცვლება, ემატება. ასევე, ხანდახან სუბიექტური მიდგომები წევრი ქვეყნების შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ყველა ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია ერთობა, მნიშვნელოვანია ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა, მხარდაჭერა, გამოცდილების გაზიარება. ის გამოწვევა, რაც ერთ ქვეყანას აქვს გაწევრიანების პროცესში, შეიძლება მეორე ქვეყანას დღეს არ ჰქონდეს, მაგრამ შემდეგ დაუდგეს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ უმკლავდებიან ამგვარ გამოწვევებს. რაც მთავარია, ის პოზიტიური გამოცდილება, რაც გულისხმობს სწორად დაგეგმვას ინტეგრაციის პროცესის, განსაკუთრებით საკანონმდებლო პროცესის. აქაც შევთანხმდით, რომ ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას.

ხვალ გვექნება უკვე საუბარი ორგანიზაციულ საკითხებზე, როგორ ვაპირებთ, რომ ამ ფორმატმა იმუშაოს, როგორ იქნება ტექნიკური საკითხები, გაცვლა ინფორმაციის, შეხვედრები, ინიციატივები. რაც მთავარია, მივიღებთ ბელგრადის დეკლარაციას, სადაც ჩვენი განზრახვები იქნება სრულად ასახული.

ჩვენ ხვალ უკვე გვექნება საუბარი, შემდეგ რა ტიპის ღონისძიებები ჩატარდეს, ასე რომ, საორგანიზაციო საკითხები ხვალ დაიგეგმება," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

 

 

დღის ამბები