08 ივლისი 2026,   22:12
ვრცლად
"უპირველესი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვაა" - ტრამპმა და ზელენსკიმ ანკარაში ომის დასრულების გზები განიხილეს

ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ომის დასრულების გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრისას დონალდ ტრამპმა მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინას "პატრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების ლიცენზია გადასცეს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და მშვიდობიანი მოლაპარაკებების პერსპექტივების განხილვაა.

''გვინდა გაგიზიაროთ რამდენიმე საკითხი, რომლის წამოჭრაც ამ შეხვედრაზე გვსურს. უპირველესი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვაა. მეორე, ან შესაძლოა მთავარი საკითხი, მოლაპარაკებებს ეხება. ვფიქრობ, გვაქვს ჩვენი ხედვა და შეფასება, რა უნდა გაკეთდეს მშვიდობის დასამყარებლად. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ ამ ომის შესაჩერებლად. ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა მხარეებმა უკვე დაიწყეს მუშაობა დრონებთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე. ეს ძალიან კარგი დასაწყისია და იმედი მაქვს, რომ დღეს შესაძლებლობა გვექნება თქვენთან ერთად კიდევ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალიც განვიხილოთ.'' - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.




ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები