09 ივლისი 2026,   22:40
ვრცლად
ეკონომიკური ზრდის ფონზე, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციებს იმყარებს

ეკონომიკური ზრდის ფონზე, ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციებს იმყარებს. ინვესტიციების მოზიდვით, საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა. ახალი მაჩვენებელი ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა.

მთავრობის ეკონომიკური გუნდი საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წარმატებას სწორ და ეფექტურ პოლიტიკას უკავშირებს. განახლებული მონაცემებით, საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ასევე ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს.

საქართველოზე, როგორც საინვესტიციო მიზიდულობის ცენტრზე საუბრობენ ეკონომიკის ექსპერტები. ანალიტიკოსები აქცენტს ქვეყნის საერთაშორისო კავშირებზე აკეთებენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოში მთლიანი კაპიტალი ეკონომიკის 23,5 პროცენტს მიაღწევს.

ინვესტიციების მოზიდვის ინდექსი სწორედ სავალუტო ფონდისა და ამერიკული ორგანიზაცია "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" გლობალურ კვლევებს ეფუძნება, რაც ქვეყანაში ახალი აქტივების ზრდაზე მიუთითებს.

დღის ამბები