ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი გრანდიოზული გალა-კონცერტით დაიხურა. საზეიმო საღამოს, სპეციალური სტუმრის სტატუსით, კულტურის მინისტრიც დაესწრო.
მაყურებლის წინაშე ადგილობრივმა და მოწვეულმა დასებმა მსოფლიო კლასიკისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის გამორჩეული ნიმუშები შეასრულეს.