აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, გლდანის რაიონის დელეგატი პარლამენტში ლადო ბოჟაძე და საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ობგაიძე გლდანის რაიონში, წყალსადენის ქუჩაზე, დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მათ ადგილზე არსებული საჭიროებები შეისწავლეს და განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
აღნიშნულ მისამართზე აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განახლდა და დამონტაჟდა ლიფტები, რაც უზრუნველყოფს დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.