14 ივლისი 2026,   00:29
ვრცლად
ყველას გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!  წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია - შალვა პაპუაშვილი 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საზოგადოებას პეტრე-პავლობის დღესასწაულს ულოცავს.

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში იმყოფებოდა. 

"პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე ბოლნისის მთავარეპოსკოპოს ეფრემის მიერ აღვლენილ წირვას დავესწარი.

საქართველოს ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს წმინდა მოციქულებს პეტრესა და პავლეს, ქრისტიანული რელიგიისა და ეკლესიის ორ უდიდეს სვეტს. მათი ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია.

საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა.

სწორედ ამიტომ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამიცხადების 1700 წლის იუბილე თითოეულ ჩვენგანს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ იმ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აძლიერებდა ჩვენს ქვეყანას.

ყველას გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!"- წერს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები