ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, მიხეილ მაღლაკელიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებს - ,,ნინოწმინდა, ,,კარწახი“, კარწახი -ახალქალაქი სარკინიგზოს“ და“,,ვალეს“ ესტუმრა ესტუმრა, სადაც საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრების მსვლელობისას, მან ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდების მნიშვნელობას და გაზრდილ სატვირთო ავტომობილების ნაკადის ეფექტურად მართვის პროცესში განხორციელებული ღონისძიებები განიხლა.
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სადაც მებაჟე ოფიცრების სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ამასთან, ,,ვალეს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყოფნისას, უწყების ხელმძღვანელმა დაათვალიერა ახალი, დამატებითი გასასვლელების (სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის) მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოები.
რეგიონში სტუმრობისას, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასევე მოინახულა ახალციხისა და ბორჯომის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები, სადაც გადასახადის გადამხდელთათვის შეთავაზებული სერვისების მიწოდების პროცესს პირადად გაეცნო. სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას, მიხეილ მაღლაკელიძემ აღნიშნა, რომ მომხმარებლებთან კოორდინირებული თანაშრომლობის გარეშე, შეუძლებელი იქნება უწყების მიერ, დასახული მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება.
რეგიონალურ შეხვედრებს, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები - ია ახალაია და მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ყენია და სხვა პასუხისმგებელი პირები.