17 ივლისი 2026,   01:10
ვრცლად
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, საზეიმოდ აღნიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, საზეიმოდ აღნიშნა.

ღონისძიებაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცეს და სანაპირო დაცვის სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 17 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებისთვის სხვადასხვა ჯილდოებით, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

დღის ამბები