17 ივლისი 2026,   21:48
ვრცლად
ხელისუფლებისთვის მთავარი ამოსავალი არის მშვიდობა და კეთილდღეობა, ხოლო მათი ნარატივიც ემსახურება მხოლოდ დესტაბილიზაციას - მარიამ ლაშხი ნიკა გვარამიას განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მარიამ ლაშხის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის ნარატივი ქვეყანაში მხოლოდ დესტაბილიზაციასა და მათ პირად ფინანსურ ინტერესებს ემსახურება. მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას მიერ უკრაინის ომისშემდგომ დაფინანსებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მანიპულაციურს უწოდებს და ოპონენტებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობაში ადანაშაულებს.

"ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ განსხვავებას, რაც არის რადიკალურ ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდს შორის. ხელისუფლება არასოდეს არ სვამს ამ ტოლობის ნიშანს - ხელისუფლებისთვის მთავარი ამოსავალი არის მშვიდობა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, ხოლო ყველა ის მსგავსი მცდელობა და მათი ნარატივიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციას, მათ ფულად თუ სხვა ინტერესებს", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის - მმართველი გუნდის კრიტიკა ნიკა გვარამიას იმ მტკიცებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა აღდგენისთვის ტრილიონებს მიიღებს, საქართველო კი ვერაფერს. აღსანიშნავია, რომ ომში მყოფ უკრაინას ამჟამად ევროკავშირიდან 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი აქვს აღებული.

დღის ამბები