ევრობიუროკრატების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ მტრულ და უსამართლო მიდგომებზე პრემიერ მინისტრის განცხადებებს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.
ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოებას აღარ აქვს ევროკავშირის ნდობა ეს კი იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც ევროპელი ბიუროკრატები ატარებენ.
ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ბრიუსელის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიული პრინციპების გაღრმავებას
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ მთელ დასავლურ სამყაროს აქვს ერთი პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ეს პოზიცია ეფუძნება დემოკრატიის ძირეული პრინციპებისადმი ერთგულებას.
"როცა ვსაუბრობთ ევროპასთან ურთიერთობაზე, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ არა თუ ევროპას, არამედ მთელ დასავლურ სამყაროს აქვს ერთი პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ეს პოზიცია ეფუძნება დემოკრატიის ძირეული პრინციპებისადმი ერთგულებას. რაც შეეხება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, საგრძნობ უმეტესობას, ისინი კვლავინდებურად რჩებიან საქართველოს ევროპული მისწრაფებების მომხრეებად", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.