21 ივლისი 2026,   05:34
ვრცლად
საბაზო ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

2025-2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის საბაზო ზოგადი განათლების (მე-9 და მე-10 კლასი) ატესტატების გაცემა დღეიდან დაიწყო.

ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.

2025–2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები, რომლებიც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიმართავენ შესაბამის უწყებებს, ატესტატს განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ.

ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა).

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კურსდამთავრებულებს მოუწოდებს, დოკუმენტის მისაღებად დაიცვან განსაზღვრული ვადები.

 

დღის ამბები