21 ივლისი 2026,   21:05
ვრცლად
მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე, რუსთავში, თელავსა და საჩხერეში მარშრუტები შეიცვლება

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 22 ივლისიდან რუსთავში, თელავსა და საჩხერეში მარშრუტების ცვლილება განხორციელდება, - ინფორმაციას საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

რუსთავში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი მარშრუტებიდან ხუთი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტებით;

თელავში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი მარშრუტებიდან ორი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტებით.

ასევე „C“ კატეგორიისთვის და „C1“ /„D1“ ქვეკატეგორიებისთვის განკუთვნილი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტით.

საჩხერეში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი მარშრუტები სრულად ჩანაცვლდება ოთხი ახალი მარშრუტით.

მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

დღის ამბები