22 ივლისი 2026,   15:50
ვრცლად
ლადო სადღობელაშვილი: 5 წლის წინ, ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდა დააკავეს, მათ რამდენიმე თვე გაატარეს ციხეში - პრაქტიკულად, ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სანაიამ სახელმწიფო მოხელეების მიმართ, ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია - 14 დღე ცოტაა!

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სადღობელაშვილი იხსენებს 5 წლის წინანდელ საქმეს, როდესაც ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდას ციხეში რამდენიმე თვის გატარება მოუწია, ხოლო, თავად სანაიას, სახელმწიფო მოხელეების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მხოლოდ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

მისივე განცხადებით, „ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია“ მას ისევე მკაცრად უნდა მოეთხოვებოდეს პასუხი, როგორც თანამდებობის პირს.

„5 წლის წინ წყნეთის ქუჩაზე ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდა დააკავეს! მათ რამდენიმე თვე გაატარეს ციხეში და საბოლოოდ საპროცესოთი გამოვიდნენ! მათ პროკურატურა ედავებოდა ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნას, დისკრიმინაციის ნიშნებს და შეუწყნარებლობის მოტივით მუქარას!

- 14 დღე ცოტაა!!! პრაქტიკულად ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სანაიამ სახელმწიფო მოხელეების მიმართ! პროფესიული საქმიანობის გამო ვახო სანაია დისკრიმინაციული ნიშნებით (პოლიტიკურით) და შეუწყნარებლობის მოტივით ილანძღებოდა უკანასკნელი სიტყვებით! რატომ 14 დღე (მითუფრო რომ მე-3 გაფრთხილებაა წინა ორზე ჯარიმით შემოიფარგლა მოსამართლე) და არა 3 წელი რასაც პოლიტიკური დევნის მუხლი ითვალისწინებს?!

- ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია! პირიქით როგორც თანამდებობის პირს ანალოგიურად ჟურნალისტსაც უნდა მოეთხოვებოდეს მკაცრი პასუხი ქმედებებზე და სიტყვებზე!“- წერს სადღობელაშვილი.

დღის ამბები