მუსიკალური მეგა შოუ "საქართველოს ხმა" გრანდიოზული ფინალით დასრულდა.
"რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში მაყურებელმა საუკეთესო შემსრულებელი გამოავლინა.
პროექტის გამარჯვებული რეზიკო დიდებაშვილი გახდა.
მან შემოსული ხმების 33% მიიღო.
დიდებაშვილი შოუში რუსა მორჩილაძის ოქროს ღილაკის მფლობელი იყო.
ფინალში "საქართველოს ხმის" ტიტულის მოსაპოვებლად 6-ი კონკურსანტი იბრძოდა.
გამარჯვებულს "რუსთავი 2-მა" 20 000 ლარი გადასცა.
"საქართველოს ხმამ" სამი სეზონის განმავლობაში ქვეყანას არაერთი ნიჭიერი მომღერალი გააცნო და დიდი სცენისკენ გზის გაკვალვაში დაეხმარა.