"ფაქტია, მას შემდეგ, რაც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ყოფილმა ელჩმა, ბატონმა პეტერ ფიშერმა დატოვა საქართველო და ზოგადად, დიპლომატიური სამსახური, ამის შემდეგ, გამოსწორდა ის ხარვეზები, რომელიც უხერხულ სიტუაციაში აგდებდა გერმანიას და წარმოაჩენდა მათ არაჯანსაღ დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებით", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პეტერ ფიშერი ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობა დაზიანებულიყო.
"ელჩი ეწეოდა იმგვარ საქმიანობას, რომელიც არათუ ორიენტირებული იყო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე, უსაფრთხოებაზე, სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, არამედ, ფაქტობრივად, ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები დაზიანებულიყო. პირველი შედეგები ვიხილეთ, თუმცა ეს არ არის საკმარისი", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.