23 ივლისი 2026,   11:05
ვრცლად
რუსთავში ბავშვთა საზაფხულო სკოლა და სპორტული აკადემია გაიხსნა

რუსთავში ბავშვთა საზაფხულო სკოლა და სპორტული აკადემია გაიხსნა.

საზაფხულო სკოლაში მოზარდები, სპეციალურად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, შემეცნებით, შემოქმედებით და გასართობ აქტივობებში არიან ჩართულები. გათვალისწინებულია როგორც სასკოლო დისციპლინები, ისე არაფორმალური განათლება და სახელოვნებო მიმართულება.

აკადემიაში ბავშვებს სპორტული აქტივობა, წარმატებულ სპორტსმენებთან შეხვედრა და ჯანსაღი გარემო ელოდებათ.

საზაფხულო სკოლისა და სპორტული აკადემიის სერვისით უკვე სარგებლობს 140-მდე რუსთაველი ბავშვი.

დღის ამბები