რეგიონებში თბილისური თეატრების გასტროლები დაიწყო. ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრმა კოტე მარჯანიშვილის თეატრის დასს უმასპინძლა. წარმოდგენილი იყო სპექტაკლი "ქალები".
თბილისური თეატრების გასტროლი რეგიონებში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრებისას, რეგიონის ახალგაზრდებმა თეატრალური ღონისძიებების საკუთარ მუნიციპალიტეტებში გამართვის სურვილი გამოთქვეს.