29 ივლისი 2026,   01:18
ვრცლად
ქართული ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე - გურიიდან ვენეციამდე, შავ-თეთრი კადრებით გაცოცხლებული საქართველოს უახლესი ისტორია

გურიიდან ვენეციამდე, შავ-თეთრი კადრებით გაცოცხლებული საქართველოს უახლესი ისტორია.

ყველაზე პრესტიჟული კინოსცენიდან სულ მალე გურულ ამბებს მთელი მსოფლიო მოისმენს.

ლევან კოღუაშვილის ახალი ნამუშევარი ვენეციის კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაშია.

"სფოთლაით" სექცია ყოველწლიურად შემოქმედებითი ორიგინალურობითა და მხატვრული ხედვით გამორჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს. "გურია" სწორედ შერჩეულ რვა ფილმს შორისაა. ოფიციალური პროგრამის გამოცხადების დროს ვენეციის კინოფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამ აღნიშნა, რომ ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" ქართული კინოს ტრადიციებს აგრძელებს.

"გურია" იმ პერიოდში გვამოგზაურებს, სადაც უშუქობა, სიღარიბე და ყაჩაღობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. მიუხედავად მძიმე რეალობისა, ადამიანები მაინც ახერხებენ სიყვარულს, მეგობრობას, კამათს, სიმღერასა და ოცნებას. ფილმის მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის, ცხოვრება გრძელდება.

ფილმი შვიდი ქვეყნის კოპროდუქციაა. პროექტი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, კულტურის სამინისტროსა და "შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით შეიქმნა.

ვენეციის კინოფესტივალი 2-დან 12 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, სადაც ქართული ფილმის პრემიერა შედგება და მისი საერთაშორისო ცხოვრებაც ზუსტად იმ წუთიდან დაიწყება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები