03 აგვისტო 2026,   22:44
ვრცლად
შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შოვი გარე სამყაროს მოწყდა. კურორტზე ჩარჩენილი 152 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია განხორციელდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისას დაიღუპა კიდევ 2 ადამიანი.

სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, სტიქია რამდენიმე მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია. ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა მყინვარის ინტენსიური დნობას, უხვ ნალექს სათავეებში, კლდეზვავის ჩამოშლას, მეწყრულ-ეროზიულ პროცესებსა და ღვარცოფს.

დღის ამბები