გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციამ" მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე მეგობრობის არხზე ახალი წყალგამანაწილებელი კვანძი მოაწყო, რაც რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
შედეგად, 40 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სრულად მოირწყვება და 30-მდე ადგილობრივ აბონენტს სარწყავი წყლის მიწოდების პროცესი გაუუმჯობესდება.
მოწესრიგდა კვანძამდე მისასვლელი გზაც, რაც პერსონალისა და ტექნიკის შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
შპს "საქართველოს მელიორაცია" აქტიურად აგრძელებს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განახლებას და ფერმერთა მხარდაჭერას.