ომი გრძელდება უკრაინაში. რუსეთის ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით მორიგი მასირებული თავდასხმა განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 15 ადამიანი, 50 კი დაშავდა.
დარტყმების შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. საპასუხოდ, უკრაინამ ტულის, მოსკოვისა და ლენინგრადის ოლქებში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში მიიტანა. ობიექტებზე ხანძარია.