აშშ-ის მთავრობამ უცხოური უნივერსიტეტები დაასანქცირა, მათ შორისაა რამდენიმე ჩინური უნივერსიტეტიც. ოფიციალურ ინფორმაციას და კონკრეტული დასანქცირებული უმაღლესი სასწავლებლების სიას researchpolicy.caltech.edu აქვეყნებს.
აშშ-ის მთავრობა სხვადასხვა სუბიექტს, მათ შორის, უნივერსიტეტებს, კვლევით დაწესებულებებს, კომპანიებს, არაკომერციულ ორგანიზაციებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს, აკრძალულთა სხვადასხვა სიაში აერთიანებს. ოფიციალური ინფორმაციით, თითოეული ინდივიდუალურად უნდა შემოწმდეს, რადგან თითოეულზე განსხვავებული შეზღუდვები ვრცელდება, ხოლო სუბიექტებზე დაწესებული აკრძალვები მუდმივად იცვლება საგარეო პოლიტიკის, ეროვნული უსაფრთხოებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინებით.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი, BIS-ი განმარტავს, რომ ჩამოთვლილი უნივერსიტეტები და კვლევითი დაწესებულებები წარმოადგენს იმ ორგანიზაციების მაგალითებს, რომლებიც შეტანილია აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს "ორგანიზაციების სიაში" (Entity List). აღნიშნული სია კი მოიცავს ფიზიკურ პირებს, კომპანიებს, კვლევით დაწესებულებებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს, აგრეთვე აფილირებულ და შვილობილ კომპანიებს.
სანქცირებულ მხარესთან ტრანზაქციის განსახორციელებლად ან მათთვის საქონლის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის, სავარაუდოდ, საჭირო იქნება საექსპორტო ლიცენზია ან მთავრობის სხვა სახის ნებართვა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ სანქცირებული უცხოური უნივერსიტეტები წარმოადგენენ იმ დაწესებულებების მაგალითებს, რომლებიც შედიან აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) "სპეციალურად დანიშნული მოქალაქეების" (SDN) სიაში. SDN სიაში შედიან ფიზიკური პირები, კომპანიები, კვლევითი ინსტიტუტები და არაკომერციული ორგანიზაციები. SDN-ებთან დაკავშირებული ტრანზაქციები ექვემდებარება მკაცრ აკრძალვებს და საჭიროებს ლიცენზიას ან სხვა სამთავრობო თანხმობას შემოთავაზებული საქმიანობიდან გამომდინარე. სანქციები შეიძლება იყოს ყოვლისმომცველი ან შერჩევითი, აქტივების დაბლოკვისა და სავაჭრო შეზღუდვების გამოყენებით იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისა და კომპანიების საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად, რომლებიც არ არის კონკრეტული ქვეყნისთვის.