ექსპერტი ნინო ფოჩხუა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ნინო ფოჩხუას თქმით, დაავადება იშვიათი და მძიმეა, მკურნალობა კი - ძვირადღირებული.
ექსპერტის ინფორმაციით, საქართველოში ცისტური ფიბროზით 60 ბავშვია დაავადებული და მედიკამენტების დასაფინანსებლად ყოველწლიურად 54 მილიონი ლარია საჭირო.
"გუშინ მიხეილ სარჯველაძემ სასიხარულო ინფორმაცია ამცნო საზოგადოებას, ფინანსდება ისეთი იშვიათი დაავადების სრული კურსი, როგორიცაა ცისტური ფიბროზი და რომელიც არანაკლებად მძიმეა, ვიდრე დიუშენი და ბევრად ძვირი ღირს.
საქართველოში 60 ბავშვია ამ დაავადებით და ჯამში წელიწადში 54 მილიონი ლარია საჭირო. არც მიტინგები და არც აქციები დასჭირვებია ჯანმრთელობის სამინისტროს და მინისტრს, რომ ეყიდა ეს წამალი. ნეტავ ახლა რას იტყვიან "ადამიანებზე მოფიქრალი" პოლიტიკოსები და ექსპერტები," რომლებიც გვახსოვს თუ როგორ სამარცხვინოდ იქცეოდნენ", - წერს ნინო ფოჩხუა.