17 აგვისტო 2026,   14:14
ვრცლად
კატარი უარყოფს ბრალდებას, ირანელი მფრინავების თვეების განმავლობაში დაკავების შესახებ

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ირანის ბრალდებას სამი ირანელი სამხედრო მფრინავის თვეების განმავლობაში დაკავების შესახებ.

როგორც უწყების პრესსპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა, დიპლომატიური ძალისხმევისა და რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციის ფონზე, გავრცელებულ ამ განცხადებებს, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

ეს განცხადებებიმას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანის შეიარაღებული ძალების დაკარგული პირების სამძებრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, სეიდ მოჰამედ ბაღერზადემ „წითელი ჯვრისადმი“ გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ კატარს ეკიპაჟის სამი წევრი თვეების განმავლობაში ჰყავდა დაკავებული.

ბაღერზადეს მტკიცებით, კატარში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შემდეგ ორი ირანული „სუ-24“ ბომბდამშენი ჩამოაგდეს. მისი თქმით, სამმა ირანელმა პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, ერთი კი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა, ხოლო გადარჩენილი მფრინავები კატარის ძალებმა დააკავეს.

თავის მხრივ, კატარში აცხადებენ, რომ ქვეყნის სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა პილოტების ნეშტი იპოვეს და ერთ-ერთი მათგანის გადაცემის მიზნით ირანულ მხარესთან კომუნიკაციაც ჰქონდათ.
მაჯედ ალ-ანსარიმ აღნიშნა, რომ კატარმა ირანს ოპერაციის დეტალები ჯერ კიდევ აპრილში შესთავაზა, თუმცა საპასუხო რეაგირება არ მიუღია.

დღის ამბები