რუსეთ-უკრაინის ომის 1635-ე დღე - კიევმა მოსკოვს, მოსკოვმა კი კიევს დაარტყა.
მედიის ინფორმაციით, ღამით უკრაინული დრონებით თავდასხმა მოხდა მოსკოვის ოლქში, კოლედინოში მდებარე wildberries-ის საწყობზე - შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა.
გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
რუსეთმა კი კიევს დაარტყა, შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, დედაქალაქზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქებები და ხანძრები ობოლონისა და ჰოლოსიივის რაიონებში დაფიქსირდა.
მასშტაბური ხანძარი გაჩნდა პეტროვკის წიგნების ბაზრობის ტერიტორიაზე.
ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად კი 2 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა რაიონის დასახლებულ პუნქტებსაც დაარტყა.
ერთ-ერთი რუსული მართვადი ავიაბომბი სოფელ ვიქტოროვკაში მდებარე საცხოვრებელ სახლს მოხვდა და მთლიანად გაანადგურა. თავდასხმის შედეგად 66 წლის მამაკაცი და 64 წლის ქალი დაიღუპნენ.
რუსეთმა იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზეც, სადაც სამრეწველო ობიექტებს დაარტყეს. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა.