19 აგვისტო 2026,   02:21
ვრცლად
ეს არის ისტორიულად და სამართლებრივად ჩვენი ტერიტორიები - დევნილები უნდა დაბრუნდნენ, იურისდიქცია უნდა აღდგეს - ირაკლი ფავლენიშვილი გვარამიას განცხადებაზე

ოპოზიციის მორიგი სახიფათო და მოღალატეობრივი გეგმა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას და სალომე სამადაშვილის განცხადებებს ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რადიკალური ჯგუფების მიერ ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის გეგმა სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული კაპიტულაციაა.

რა არის ოპოზიციის გეგმის მიზანი ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით - პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ყარაბაღის საკითხი აფხაზეთის პრობლემასთან პირდაპირ კავშირში არ უნდა განიხილებოდეს.
ფავლენიშვილი ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთი საქართველოს ისტორიული და სამართლებრივი ტერიტორიაა, დევნილთა დაბრუნება და საქართველოს იურისდიქციის აღდგენა კი ქვეყნის მთავარი მიზნები უნდა იყოს.

"მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ყარაბაღის საკითხი და ამ შემთხვევაში ეს ტრავმული მეხსიერება არაფერ შუაში არ არის აფხაზეთთან. რაღაცებში ვეთანხმებით მათ, მაგალითად, გუშინდელ ინტერვიუში, რაღაცებში არ ვეთანხმებით. ამ საკითხებზე ასეთი აქცენტირება არის უბრალოდ არასწორი. ეს არის ისტორიულად და სამართლებრივად ჩვენი ტერიტორიები, დევნილები უნდა დაბრუნდნენ, ჩვენი იურისდიქცია უნდა გავრცელდეს. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ყველაზე ეროვნული, სახელმწიფოებრივად სწორი პოზიცია მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები