საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდმა - "არმია" საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ბათუმის ქვიშის არენაზე გამართული ჩემპიონატის ფინალში "არმია" ბათუმის სპორტული ცენტრის გუნდს შეხვდა და ანგარიშით - 4:3 დაამარცხა.
ფინალური თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.
თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულ "არმიას" ჩემპიონატის გარდამავალი თასი და მედლები აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ირაკლი თოთლაძემ და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე მაისურაძემ გადასცეს. ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ "არმიის" მეკარე, კაპრალი ვახტანგ ტერუნაშვილი დასახელდა, ხოლო საუკეთესო მოთამაშის ტიტული „არმიის“ ფეხბურთელმა გიორგი ქურდაძემ მოიპოვა.
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონის ტიტულის მოგებით, "არმიამ" მომავალ წელს პორტუგალიაში დაგეგმილი ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.