19 აგვისტო 2026,   19:33
ვრცლად
ინდონეზიაში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა - სამძებრო ოპერაციები გრძელდება

ინდონეზიაში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
მაშველები სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აგრძელებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ორშაბათის მონაცემებით, აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარაში, დაახლოებით 1 600 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.

სტიქიური უბედურებების წინააღმდეგ ბროლის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მიწისძვრამ დაახლოებით 500 სახლი დააზიანა და მეწყრებმა კი გზები გადაკეტა.

ხელისუფლება ვერტმფრენების გამოყენებით სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის ემზადება.

ცნობისთვის, ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყნისთვის 2022 წლის შემდეგ ყველაზე მომაკვდინებელი სტიქიაა.

დღის ამბები