08 სექტემბერი 2026,   17:55
ვრცლად
ირაკლი ჭეიშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ჯამი არ იცვლება, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს - მათი მარცხი გარდაუვალია

დაპირისპირება ოპოზიციაში უფრო მწვავდება. ყოფილი თანაპარტიელების მხრიდან ერთმანეთის მისამართით ისევ ღია ბრალდებები ისმის. ოპოზიციის დაშლის მცდელობასა და პარტიისა და ტელევიზიის ძარცვაში დადანაშაულების შემდეგ, ანა წითლიძე გვარამიას ისევ მის ხელფასს ახსენებს.

წითლიძეს ირონიულად პასუხობს გვარამია. "ნაციონალური მოძრაობა", პარტია "ახალი" და "გირჩი" ერთმანეთს სხვისი რესურსით პოლიტიკურ მანიპულაციებში ადანაშაულებენ. ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ მათი ოპონენტები თვითგანადგურების რეჟიმში არიან.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, სანამ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციის ფლაგმანია, მათ შორის ყოველთვის იქნება დაპირისპირება.

"სანამ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ფლაგმანი, ზოგადად, და ასე ვთქვათ, გაერთიანების ლიდერი, გამორიცხულია, რომ ამათ საერთო ენა ნახონ და ყოველთვის იქნება ასეთი დაპირისპირება მათ შორის. არც გვარამია განსხვავდება არაფრით, ესენიც არიან გვარამიები, მელიები და ზოგადად ასეთი ყოფილი თანამდებობის პირები "ნაციონალური მოძრაობის" დროს, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და ათას ბოროტებას ჩადიოდნენ, ისინიც არიან განაყოფები "ნაციონალური მოძრაობის". ისინი ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ჯამი არ იცვლება, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მათი მარცხი არის გარდაუვალი", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

დღის ამბები