10 სექტემბერი 2026,   02:05
ვრცლად
დონალდ ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ეს ზელენსკისაც უნდა, ეს ძალიან კარგი იქნება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან "შესანიშნავი საუბარი" ჰქონდა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინს უკრაინაში ომის დარეგულირება სურს.

"ჩვენ შესანიშნავი საუბარი გვქონდა. მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება", - აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, შეთანხმებას "ორად-ორი ადამიანი" აფერხებს.

"შემაფერხებელი მიზეზი ის ორად-ორი ადამიანია, რომლებსაც ერთმანეთი სძულთ. ვფიქრობ, ყველაფერზე მეტად ეს არის ორი ადამიანი, რომელთაც ერთმანეთი სძულთ", - აღნიშნა ტრამპმა.

დღის ამბები