11 სექტემბერი 2026,   22:31
ვრცლად
ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" სტრატეგიული მიწისქვეშა კომპლექსი და არსენალი გაანადგურა

ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" სტრატეგიული მიწისქვეშა კომპლექსი და არსენალი გაანადგურა. აფეთქებულია ისრაელის საზღვრიდან 15 კილომეტრში მდებარე ორ-კილომეტრიანი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, მათ შორის "ჰეზბოლას" ცენტრალური სამეთაურო პუნქტი, საცხოვრებელი ზონები, სარაკეტო არსენალი და უპილოტო საფრენი აპარატების საწყობები.

ისრაელის მთავრობის განცხადებით, აღნიშნული ოპერაციის შედეგად ტერიტორიაზე ოპერატიული კონტროლი დამყარდა და რეგიონში უსაფრთხოების ბუფერული ზონა შეიქმნა.

დღის ამბები